19.04.17 – ბარსელონა-იუვენტუსი

19 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებით მატჩში, “ბარსელონა” ტურინის “იუვენტუსს” “კამპ ნოუზე” უმასპინძლებს. პირველ მატჩში 0:3 წაგების შემდეგ, კატალონიელები საკუთარ კედლებში კიდევ ერთი სასწაულის მოხდენას შეეცდებიან.

ბარსელონას ოფიციალური ქართული ფანკლუბი, ამ თამაშის საყურებლად, კუს ტბაზე, Uptown Space-ში იკრიბება. (იხილეთ რუკაზე).

კუს ტბაზე ასვლა, ავტომობილის გარდა, შესაძლებელი იქნება საბაგიროთიც. თამაშის შემდეგ, კუს ტბიდან ვაკის პარკამდე დაბრუნებაზე, თქვენი სურვილის შემთხვევაში, ფანკლუბი იზრუნებს.

მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა. არასრულწლოვანი პირები დაიშვებიან მხოლოდ სრულწლოვან პირებთან ერთად.

შეკრებაზე იმოქმედებს სადეპოზიტო სისტემა – შესვლის დროს იხდით 10 ლარს, ეს თანხა დეპოზიტზე გიჯდებათ და შეკრების დროს, ამ თანხის სანაცვლოდ ბარში შეკვეთა შეგეძლებათ.

გაითვალისწინეთ:

  • შეკრების ადგილზე აკრძალულია სასმლის შეტანა;
  • შეკრების ადგილზე აკრძალულია მთვრალ მდგომარეობაში მისვლა;
  • ვინაიდან შეკრებას ატარებს “ბარსელონას” ოფიციალური ფანკლუბი “ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის, ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, შეკრების ადგილი დაატოვებინოს სხვა გუნდის გულშემატკივარს, რომლის ქმედებაც “ბარსელონას” ერთი გულშემატკივრისთვის მაინც გამაღიზიანებელი იქნება;

კითხვების გაჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: 598 25 78 08

2017-04-19T20:53:57+00:00