ინფორმაცია საწევრო ბარათების გაცემის შესახებ

penyista card“ბარსელონას” ოფიციალური ფანკლუბის (Penya Blaugrana Tbilisi) ბარათები უკვე თბილისშია და დარეგისტრირებულ წევრებზე გასაცემად მზადაა (გასაცემად მზადაა იმ წევრების ბარათები, რომლებიც 2017 წლის 31 ოქტომბრამდე გაწევრიანდნენ და რომლებსაც საწევრო გადახდილი აქვთ).

ბარათების გაცემა მოხდება 26 და 27 მაისს (შაბათ-კვირას), თბილისში, ჩვენი ფანკლუბის პარტნიორ კომპანიაში, ფიტნეს კლუბ Prolife-ში. აღნიშნული ფიტნეს კლუბი მდებარეობს პეკინის 41 ნომერში, გაგარინის მოედანთან, პეკინისა და იოსებიძის ქუჩების კვეთაზე (რუკაზე ნახვა). ბარათების გაცემა ორივე დღეს მოხდება დილის 11-დან საღამოს 9 საათამდე.

ბარათის მისაღებად საჭიროა, ფანკლუბის წევრს თან ჰქონდეს პირადობის მოწმობა. იმ არასრულწლოვანი პირების შემთხვევაში, რომლებსაც პირადობის მოწმობა ჯერ არ აქვთ, ბარათი თავისი პირადობის მოწმობით უნდა გაიტანოს იმ მშობელმა, რომლის მონაცემებიც რეგისტრაციის დროსაა მითითებული.

იმ შემთხვევაში, თუ ფანკლუბის წევრი თავად ვერ ახერხებს ბარათის გატანას, შესაძლებელია, მის ნაცვლად, ბარათი გაიტანოს სხვა პირმა. ამისთვის საჭიროა, სხვა პირს თან ჰქონდეს საკუთარი პირადობის მოწმობა და მან იცოდეს ფანკლუბის იმ წევრის პირადი ნომერი, რომლის ბარათის გატანაც სურს.

რაც შეეხება ახალი წევრების მიღებასა და არსებული წევრობის გახანგრძლივებას – ეს პროცესი დაიწყება ორშაბათს, 28 მაისს.

კითხვების გაჩენის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

Facebook-ზე

საკონტაქტო ფორმის საშუალებით

ან ტელეფონზე: 598 25 78 08

2018-05-23T22:20:10+00:00