Penya Blaugrana Tbilisi 2018-05-21T23:39:12+00:00

ჩვენ შესახებ

პენია ბლაუგრანა თბილისი

Penya Blaugrana Tbilisi საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” ოფიციალური ფანკლუბია საქართველოს დედაქალაქში.

ჩვენმა ფანკლუბმა “ბარსელონასგან” ოფიციალური სტატუსი 2017 წლის 6 თებერვალს მიიღო, თუმცა, კატალონიური გუნდის გულშემატკივრების სხვადასხვა აქტივობებში ჩართვის თითქმის 11-წლიანი გამოცდილება გვაქვს.

პრივილეგიები

რა პრივილეგიები ექნებათ Penya Blaugrana Tbilisi-ს წევრებს:

  • უპირატესი დასწრების უფლება ჩვენი ფანკლუბის მიერ გამართულ შეკრებებზე თუ სხვა ღონისძიებებზე;
  • პარტნიორი ორგანიზაციების პროდუქტზე/მომსახურებაზე ფასდაკლებები ან სხვა ტიპის აქციები;
  • ს.კ. “ბარსელონას” მიერ დამზადებული საწევრო ბარათი;
  • 25%-იანი ფასდაკლება ს.კ. “ბარსელონას” მუზეუმში;
  • 20%-იანი ფასდაკლება ს.კ. “ბარსელონას” ოფიციალურ მაღაზიაში ფანკლუბების შეკრების დროს;
  • “კამპ ნოუზე” გასამართი მატჩების ბილეთების გამარტივებული შეძენა;
  • ს.კ. “ბარსელონას” სხვადასხვა ფანკლუბების შეკრებაზე დასწრების უფლება;
  • ს.კ. “ბარსელონას” ფანკლუბების ფეხბურთის გუნდების საერთაშორისო ჩემპიონატებში მონაწილეობის მიღების უფლება;
  • ს.კ. “ბარსელონას” ფეხბურთის პირველი და კალათბურთის პირველი გუნდის გარდა ყველა თამაშზე უფასო დასწრება.
    წევრობის ბარათი

    წევრობის ბარათი

საწევრო

ფანკლუბის წლიური საწევრო შეადგენს:

  • 13 წლამდე პირებისთვის: წელიწადში 10 ლარი;
  • 13-დან 18 წლამდე პირებისთვის: წელიწადში 19 ლარი;
  • წრულწლოვანი პირებისთვის: წელიწადში 30 ლარი.

საწევროსგან მიღებული შემოსავლები დაიხარჯება:

  • ფანკლუბისთვის ბარის ქირაობასა და მის მოწყობაზე;
  • ფანკლუბის საფეხბურთო (და სპორტის სხვა სახეობების) გუნდის დაფინანსებაზე;
  • ფანკლუბის წევრებს შორის სხავდასხვა პრიზების (მათ შორის “კამპ ნოუს” ბილეთების) გათამაშებაზე;
  • საქველმოქმედო საქმიანობაზე;
  • ფანკლუბის სახელით ჩატარებულ სხვადასხვა ღონისძიებებზე.
598 25 78 08