“ბარსელონას” ოფიციალური ფანკლუბის შეკრება “იუვენტუსთან” თამაშზე

სამშაბათს, 11 აპრილს, “ბარსელონას” ოფიციალური ფანკლუბი, Penya Blaugrana Tbilisi, პირველ შეკრებას გამართავს. “იუვენტუსთან” თამაშის წინ, გაიმართება ფანკლუბის პრეზენტაცია, რომლის დროსაც, გულშემატკივრებს ფანკლუბის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით და არაერთ სასიამოვნო სიურპრიზსაც გავაცნობთ. პრეზენტაცია დაიწყება 21 საათსა და 30 წუთზე, ხოლო თამაში – 22 საათსა და 45 წუთზე.

დიდი მოთხოვნის გამო, შეკრება გაიმართება ორ ადგილზე: კუს ტბაზე, Up Town Space-ში და ყაზბეგის გამზირზე, Bitburger-ში, რომლებიც სპეციალურ მენიუს გვთავაზობენ.

კუს ტბაზე ადგილები შეზღუდულია. ამჟამად რეგისტრაცია მიმდინარეობს Bitburger-ში დასწრებაზე.

შეკრებაზე ადგილის დაჯავშნა შესაძლებელია შემდეგ ნომერზე დარეკვით: 598 25 78 08.

მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა. არასრულწლოვანი პირები დაიშვებიან მხოლოდ სრულწლოვან პირებთან ერთად, თუ რეგისტრაციის დროს სათანადო მონაცემები მითითებული იქნება.

შეკრებაზე იმოქმედებს სადეპოზიტო სისტემა – დაჯავშნის შემდეგ იხდით 10 ლარს, ეს თანხა დეპოზიტზე გიჯდებათ და შეკრების დროს, ამ თანხის სანაცვლოდ ბარში შეკვეთა შეგეძლებათ.

თანხა უნდა ჩარიცხოთ შემდეგ მისამართზე (დანიშნულებაში უთითებთ პირად ნომერს. თუ რამდენიმე პირის თანხას ერთად იხდით, დანიშნულებაში უნდა მიუთითოთ ყველა მათგანის პირადი ნომერი):

ბანკი: TBC ბანკი

მიმღები: პენია ბლაუგრანა თბილისი

საიდენტიფიკაციო კოდი: 404504899

ანგარიშის ნომერი: GE85TB7388336080100004

გაითვალისწინეთ:

  • შეკრების ადგილზე აკრძალულია სასმლის შეტანა
  • შეკრების ადგილზე აკრძალულია მთვრალ მდგომარეობაში მისვლა
  • ვინაიდან შეკრებას ატარებს “ბარსელონას” ოფიციალური ფანკლუბი “ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის, ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, შეკრების ადგილი დაატოვებინოს სხვა გუნდის გულშემატკივარს, რომლის ქმედებაც “ბარსელონას” ერთი გულშემატკივრისთვის მაინც გამაღიზიანებელი იქნება
  • იჩქარეთ, რაოდენობა შეზღუდულია

კითხვების გაჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით.

2017-04-11T13:37:44+00:00