“ბარსელონას” ოფიციალურ ფანკლუბში გაწევრიანება დაიწყო

“ბარსელონას” ოფიციალურ ფანკლუბში გაწევრიანება დაიწყო.

“ბარსელონას” გულშემატკივრები, რომლებიც ჩვენ ფანკლუბში გაწევრიანდებიან, შემდეგი პრივილეგიებით ისარგებლებენ:

  • უპირატესი დასწრების უფლება ჩვენი ფანკლუბის მიერ გამართულ შეკრებებზე თუ სხვა ღონისძიებებზე;
  • პარტნიორი ორგანიზაციების პროდუქტზე/მომსახურებაზე ფასდაკლებები ან სხვა ტიპის აქციები;
  • ს.კ. “ბარსელონას” მიერ დამზადებული საწევრო ბარათი;
  • 25%-იანი ფასდაკლება ს.კ. “ბარსელონას” მუზეუმში;
  • 20%-იანი ფასდაკლება ს.კ. “ბარსელონას” ოფიციალურ მაღაზიაში ფანკლუბების შეკრების დროს;
  • “კამპ ნოუზე” გასამართი მატჩების ბილეთების გამარტივებული შეძენა;
  • ს.კ. “ბარსელონას” სხვადასხვა ფანკლუბების შეკრებაზე დასწრების უფლება;
  • ს.კ. “ბარსელონას” ფანკლუბების ფეხბურთის გუნდების საერთაშორისო ჩემპიონატებში მონაწილეობის მიღების უფლება;
  • ს.კ. “ბარსელონას” ფეხბურთის პირველი და კალათბურთის პირველი გუნდის გარდა ყველა თამაშზე უფასო დასწრება.
გაწევრიანება
2017-04-13T00:11:26+00:00